სააკაშვილი სანკტ-პეტერბურგში პუტინს შეხვდება

პრეზიდენტი სააკაშვილი 9 ივნისს სანკტ-პეტერბურგში თავის რუს კოლეგას ვლადიმერ პუტინს შეხვდება, იტყობინება საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური.


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გელა ბეჟუაშვილის თქმით, თავად შეხვედრის ფაქტი უკვე ”პოზიტიურია”, თუმცა მან აქვე დასძინა, რომ იგი ამ შეხვედრიდან რაიმე ”განსაკუთრებულ შედეგებს” არ ელოდება.


სააკაშვილი სანკტ-პეტერბურგში დსთ-ს ლიდერმა არაფორმალურ სამიტს დაესწრება, რომელიც 10 ივნისს გაიმართება.


სამიტის ფარგლებში სააკაშვილი ასევე შეხვდება თურქმენეთის პრეზიდენტს გურბანგული ბერდიმუხამედოვს. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)