ქართულ-ჰოლანდიურმა კომპანიამ 97 მილიონ ლარად მიწის ფართობი შეიძინა

12 ივნისს თბილისის მერიაში გამართულ აუქციონზე დიღმის სასწავლო-საცდელი მეურნეობის 122 ჰექტარი მიწის ფართობი ქართულ-ჰოლანდიურმა კომპანიამ 97,7 მილიონ ლარად შეიძინა.


აუქციონში კიდევ ორმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა.


მიწის ფართობი, რომლის საწყისი ფასი 48,8 მილიონი ლარს შეადგენდა, დიდ დიღომში ამერიკის საელჩოს მახლობლად მდებარეობს.


”ჩვენ გვინდა, რომ იმ ადგილზე გაშენდეს თბილისის ახალი უბანი საცხოვრებელი და საზოგადოებრივი ფართებით,” – განაცხადა თბილისის ვიცე-მერმა მამუკა ახვლედიანმა.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)