პოლიციამ ”თანასწორობის ინსტიტუტის” წევრები დააკავა

არასამთავრობო ორგანიზაცია ”თანასწორობის ინსტიტუტის” სამი აქტივისტი სამართალდამცავებმა დღეს გენერალური პროკურატურის შენობის წინ აქციის მიმდინარეობისას მაშინ დააკავეს, როცა ისინი საპროტესტო ლოზუნგებს წერდნენ ასფალტზე.


”თანასწორობის ინსტიტუტის” წევრები აქციაზე ოპოზიციური პარტიის ”წინ საქართველოს” ლიდერის ირაკლი ბათიაშვილის განთავისუფლებას მოითხოვდნენ, რომელსაც  სასამართლომ 23 მაისს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.


ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა, როცა ”თანასწორობის ინსტიტუტის” აქტივისტებს პოლიცია საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის მოტივით აკავებს. ორ შემთხვევაში მათ სასამართლომ 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

ცალკეულმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა და საზოგადოებრივმა ჯგუფებმა უკვე დაგმეს დღევანდელი ფაქტი და მას თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი უწოდეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)