წყალდიდობას დასავლეთ საქართველოში ერთი ადამიანი ემსხვერპლა

რაჭაში მომხდარი წყალდიდობის შედეგად 50 წლის მამაკაცი დაიღუპა, იტყობინებოდა ქართული მედია 12 ივნისს.


ცაგერის, ონისა და ამბროლაურის რაიონებში მომხდარმა წყალდიდობამ და მეწყერმა, რასაც წინ უძღოდა ძლიერი წვიმები, სახლები და ცენტრალური გზა დააზიანა.


კოკისპირულმა წვიმებმა კვირას ლაგოდეხშიც გამოიწვია წყალდიდობა, სადაც ასევე დაზიანდა სახლები და სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)