თავდაცვის მინისტრი ბრიუსელში შეხვედრებს გამართავს

დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი ბრიუსელში მიემგზავრება, სადაც 14-15 ივნისს, ნატოს შტაბ-ბინაში ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.


თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დავით კეზერაშვილი საქართველოში მიმდინარე რეფორმების და ქვეყნის საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ მოხსენებას გააკეთებს. მოგვიანებით კი გენერალური მდივნის თანაშემწესთან ჯონ კოლსტონთან გამართავს შეხვედრას.


მინისტერიალის ფორმატში თავდაცვის მინისტრები წელიწადში ორჯერ იკრიბებიან და ალიანსის პრიორიტეტულ საკითხებზე მსჯელობენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)