”ნაბეღლავის” ლიცენზია 3 მლნ ლარად გაიყიდა
13 ივნისს, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ ჩოხატაურის რაიონში ნაბეღლავის საბადოს მინერალური წყლების სრული მარაგის 25 წლიანი სარგებლობის ლიცენზია 3 025 000 ლარად გაყიდა აუქციონის წესით.
აუქციონში მონაწილეობას იღებდა ერთი კომპანია, სააქციო საზოგადოება ’’წყალი მარგებელი”, რომელმაც ლიცენზია ნაბეღლავის ჩამოსხმაზე ხელახლა მოიპოვა. ლიცენზიის საწყისი ფასი 2 750 000 ლარი იყო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)