სეპარატისტი საგარეო საქმეთა მინისტრები ტირასპოლში შეხვედრას მართავენ
აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და დნესტრისპირეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების საგარეო საქმეთა მინისტრები 15-16 ივნისს დნესტრისპირეთის დედაქალაქში, ტირასპოლში შეხვედრას მართავენ, იტყობინება ”აფსნიპრესი”.
შეხვედრა სამი სეპარატისტული რეგიონის მიერ შექმნილი ორგანიზაციის – დემოკრატიისა და ხალხთა უფლებების დაცვის თანამეგობრობის – 1 წლის იუბილესთან დაკავშირებით იმართება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)