საბანკო სესხების და დეპოზიტების მოცულობა გაიზარდა

2007 წლის მაისის მონაცემებით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების რაოდენობა 57,5%-ით გაიზარდა გასულ წელთან შედარებით და 3,4 მილიარდი ლარი შეადგინა, განაცხადა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 21 ივნისს.


სესხების ძირითადი ნაწილი – 46,5% – სავაჭრო სექტორის დაფინანსებას მოხმარდა; 19.8% – მრეწველობას და 11.4% – სამშენებლო სექტორს.


”კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობის ზრდა განპირობებულია ქვეყანაში საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესებით,” – განაცხადა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა.


2007 წლის მაისის მაჩვენებლებით, ასევე გაიზარდა კომერციული ბანკების დეპოზიტების მოცულობა (48%-ით) და 2,1 მილიარდი ლარი შეადგინა.


დეპოზიტები ეროვნულ ვალუტაში 62,8%-ით გაიზარდა და 717,1 მილიონი ლარი შეადგინა. ხოლო დეპოზიტები უცხოურ ვალუტაში 51,8%-ით გაიზარდა.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)