აფხაზეთს ახალი თავდაცვის მინისტრი ჰყავს
აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა თვითგამოცხადებული რეგიონის ახალ თავდაცვის მინისტრად მერაბ ქიშმარია დანიშნა, იტყობინება აფხაზეთის ლიდერის ვებ-გვერდი.
ქიშმარიას წინამორბედმა, სულთან სოსნალიევმა მაისში ”პირადი მიზეზების” გამო თანამდებობა დატოვა.
1992-93 წლებში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს მერაბ ქიშმარია აღმოსავლეთის ფრონტს მეთაურობდა. ახალ თანამდებობაზე დანიშვნამდე მას 2005 წლიდან თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა ეკავა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)