ქუთაისის მუნიციპალიტეტის თანამშრომლები დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდი) თანამშრომლებმა ქუთაისის ვიცე-მერი ომარ კიკვაძე, საკრებულოს ერთი წევრი და მუნიციპალიტეტის კიდევ 15 მაღალჩინოსანი დღეს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს.
ამავე სპეცოპერაციის ფარგლებში კუდ-მა 6 მეწარმეც დააკავა.
კუდ-ის წარმომადგენლის იოსებ თოფურიძის განცხადებით, ქუთაისელ ჩინოვნიკებს ბრალი ედებათ სახელმწიფოს კუთვნილი 600 ათასი ლარის მითვისებაში.
”მაგრამ დღეს ეს ფული ხალხთან არის და ამ ფულით დარიგდება პენსიები,”- განაცხადა თოფურიძემ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)