სარწყავი ბლოკადა მოიხსნა და აქცია დაიშალა
ცხინვალის რეგიონის ქართული სოფლების ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია და ცხინვალისკენ მიმავალი მთავარი გზის ბლოკირება 4 ივლისს გვიან საღამოს მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც სარწყავი წყლით მომარაგება აღდგა.
აქციის მონაწილეებმა წყალმომარაგების აღდგენაზე ცხინვალის გადაწყვეტილება საკუთარ ”გამარჯვებად” შეაფასეს მაშინ, როცა დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებს, რომ ეს კეთილი ნების გამოხატულება იყო.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)