ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვებმა 1,25 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა
საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვების მოცულობამ 3 ივლისს 1,25 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა.
მარტში ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვებმა 1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
”უცხოური ვალუტის რეზერვების მოცულობის მატება გამოიწვია ენერგეტიკის ობიექტების პრივატიზაციიდან მიღებულმა შემოსავალმა და საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო შესყიდვებმა,” – განაცხადა ეროვნულმა ბანკმა.
მიმდინარე წელს ჩეხურმა კომპანია Energo-Pro-მ 132 მილიონ აშშ დოლარად ექვსი ჰიდროელექტროსადგური და ორი სადისტრიბუციო ენერგოკომპანია შეისყიდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)