რუსი ჟურნალისტები გაათავისუფლეს
ქართველმა სამართალდამცავებმა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში დაკავებული ორი რუსი ჟურნალისტი თბილისში რუსეთის საელჩოს გადასცეს.
რუსული ტელეკომპანია RTR-ის საინფორმაციო გადაცემა ”ვესტის” ჟურნალისტი ანდრეი ჩისტიაკოვი და ოპერატორი იგორ სტურიტი 12 ივლისს დააკავეს.
რუსეთის საელჩოს განცხადებით, მომხდარის შესახებ განცხადებას ის მოგვიანებით გააკეთებს.
ადრეც ყოფილა შემთხვევები, როდესაც ქართველმა სამართალდამცავებმა რუსეთის მოქალაქეები დააკავეს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში და მათ საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დასდეს ბრალი. ჩვეულებისამებრ, რუსეთის მოქალაქეები სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში როკის გვირაბის გავლით შედიან, ქართული სასაზღვრო კონტროლის გარეშე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)