აჭარის კონტროლის პალატას ახალი თავმჯდომარე ჰყავს
დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა აჭარის კონტროლის პალატის თავმჯდომარედ ლევან კიკნაველიძე ოპოზიციისა და უმრავლესობის დაპირისპირების ფონზე აირჩიეს .
ოპოზიციის წარმომადგენლებმა რესპუბლიკური პარტიიდან განაცხადეს, რომ ლევან კიკნაველიძის უმაღლესი განათლების დიპლომი გაყალბებულია. თუმცა კონტროლის პალატის ახალმა თავმჯდომარემ რესპუბლიკელთა განცხადება უარყო.
ლევან კიკნაველიძე აქამდე აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩევლად მუშაობდა. მანამდე კი აჭარის ფინანსური პოლიციის უფროსის თანამდებობა ეკავა.
აჭარის კონტროლის პალატის ყოფილ თავმჯდომარეს კობა თედორაძეს უმაღლესმა საბჭომ უფლებამოსილება პირადი განცხადების საფუძველზე 12 ივლისს შეუწყვიტა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)