კეზერაშვილი ბაქოში აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი 13 ივლისს ბაქოში თავის აზერბაიჯანელ კოლეგას საფარ აბიევს შეხვდა და ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა, იტყობინება აზერბაიჯანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ”აზერტაგი”.


ამავე ცნობით, მინისტრები შეთანხმდნენ თანამშრომლობის გაღრმავებაზე და რეგიონალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)