სააკაშვილი ქართულ ჯარზე საუბრობს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 23 ივლისს ქართველთან ოფიცრებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ სამხედრო ოფიცრის საშუალო ხელფასი 1 000 ლარამდე გაიზრდება, რაც მიზნად ისახავს სამხედრო სამსახურში კვალიფიციური კადრების მოზიდვას.


თავდაცვის სამინისტროს ახლად აშენებული შენობის მონახულებისას პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ თითო უცხო ენის ცოდნისთვის ოფიცრები დამატებით 100-150 ლარს მიიღებენ ყოველთვიურად.


თებერვალში საქართველოს ხელისუფლებამ შეიმუშავა საქართველოს შეიარაღებული ძალების ოფიცერთა განსაკუთრებული პრივილეგიებისა და შეღავათების აქტი. პრივილეგიები ითვალისწინებს სახელმწიფო სტიპენდიებს იმ სტუდენტებისთვის, რომელთაც აქვთ სურვილი თავიანთი კარიერა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში განაგრძონ; ერთჯერად ფინანსურ დახმარებას მათთვის, ვინც უკვე დაამთავრა უნივერსიტეტი და უფასო საცხოვრებელ ფართს საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ მიიღებს. გარდა ამისა, შეღავათების აქტი საშუალებას აძლევს ოფიცრებს გამოიტანონ გრძელვადიანი, დაბალპროცენტიანი კრედიტი ”საქართველოს ბანკიდან”.


სააკაშვილის თქმით, ასევე იცვლება მიდგომა ოფიცერთა მომზადების მიმართ. ”იარაღი ვერ დაგვეხმარება, თუ მეთაური არ არის პიროვნება, რომელიც თავისუფალ საზოგადოებას ეკუთვნის… თქვენ ინტელექტუალურად უნდა იყოთ ძლიერები,” – მიმართა მან ოფიცრებს.


პრეზიდენტის თქმით, მისთვის მთავარ პრიორიტეტს თანამედროვე და ეფექტური შეიარაღებული ძალების შექმნა წარმოადგენს.


”ჩვენ საუკეთესო იარაღს ვყიდულობთ თქვენთვის და ჩვენ მომავალშიც განვაგრძობთ ჩვენი შეიარაღებული ძალების მოდერნიზებას… საქართველოს თავდაცვის სფეროს სერიოზული დაფინანსება აქვს,” – განაცხადა სააკაშვილმა. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)