ჩეჩნეთის დელეგაცია სოხუმს სტუმრობს
ჩეჩნეთის რესპუბლიკის დელეგაცია პარლამენტის ზედა პალატის ვიცე-სპიკერის ისა ხაშხანოვის ხელმძღვანელობით აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას სტუმრობს, იტყობინებოდა ”აფსნიპრესი” 24 ივლისს.
დელეგაციის წევრები აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს სერგეი ბაღაფშს შეხვდნენ და ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილეს, განაცხადა აფხაზეთის ლიდერის ადმინისტრაციის უფროსმა ვალერი არშბამ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)