ეუთოს წარმომადგენელმა და სახელმწიფო მინისტრმა სამხრეთ ოსეთზე იმსჯელეს

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის წარმომადგენელი ხოსე ბორელ ფონტელესი 25 ივლისს თბილისში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს კონფლიქტების მოგვარების საკითხებში დავით ბაქრაძეს შეხვდა.


შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების შემდგომო პროგრესი და კონფლიქტის ზონის ეკონომიკური რეაბილიტაციის მნიშვნელობა, იტყობინება ეუთოს მისია საქართველოში.


მისიის განცხადებით, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი ასევე ესწრებოდა შეხვედრას.


სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ სანაკოევმა ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის წარმომადგენელს გააცნო მისი ხედვა კონფლიქტის მოგვარების საკითხებზე, კერძოდ, მან ისაუბრა რეგიონის ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების მაქსიმალურად დაცვის გეგმებზე.   



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)