ექსპერტები ცხინვალის რეგიონში გაზსადენის მშენებლობას ამოწმებენ

რუსული კომპანია ”პრომგაზის” ექსპერტთა ჯგუფი სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას ეწვია ახალი გაზსადენის მშენებლობის მოსანახულებლად.


რუსულმა ენერგოკომპანია ”გაზპრომმა” ჩრდილოეთ ოსეთის და სამხრეთ ოსეთის დამაკავშირებელი გაზსადენის მშენებლობა გასული წლის ოქტომბერში დაიწყო. ამ ფაქტმა თბილისის პროტესტი გამოიწვია.


პროექტის განხორციელებას ”გაზპრომის” შვილობილი კომპანია, ”პრომგაზი” კურირებს. პროექტის ღირებულება, გავრცელებული ინფორმაციით, 15 მილიარდ რუბლს (580 მილიონ აშშ დოლარზე მეტს) შეადგენს. პროექტს ”გაზპრომი” აფინანსებს.


163 კილომეტრი სიგრძის გაზსადენი, სავარაუდოდ ყველა მაღალი იქნება, რომლის რამდენიმე მონაკვეთი ზღვის დონიდან 3 150 მეტრ სიმაღლეზე გაივლის, განუცხადა პროექტის ხელმძღვანელმა ანატოლი თანდელოვმა ”რია ნოვოსტის” ივნისში.  


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)