ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის წარმომადგენელი კოკოითს შეხვდა

ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის წარმომადგენელი ხოსე ბორელ ფონტელესი 26 ივლისს ცხინვალში სამხრეთ ოსეთის ლიდერს ედუარდ კოკოითს შეხვდა.


შეხვედრაზე კოკოითმა სინანული გამოთქვა იმის თაობაზე, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის ეუთოს, კავშირები აქვთ სამხრეთ ოსეთის დროებით ადმინისტრაციასთან, იტყობინება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი.


”ამგვარი კონტაქტები ძირს უთხრის სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ნდობას საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი,” – განაცხადა მან.


ცხინვალში გამგზავრებამდე ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის წარმომადგენელი თბილისში 25 ივლისს საქართველოს სახელმწიფო მინისტრს კონფლიქტების მოგვარების საკითხებში დავით ბაქრაძეს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დიმიტრი სანაკოევი. იგი ასევე მიიღო პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)