მეთიუ ბრაიზა თბილისში შეხვედრებს მართავს
თბილისში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში მეთიუ ბრაიზა იმყოფება.
საქართველოში აშშ-ს საელჩოს პრესსამსახურის ცნობით, მეთიუ ბრაიზა შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, მთავრობის წევრებთან და ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან.
აშშ-ს ოფიციალური პირი საქართველოში ვიზიტს 29 ივლისს დაასრულებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)