ტერაქტის მცდელობა ჩაიშალა – აცხადებენ ცხინვალში
თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურმა ორი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინა ცხინვალში, აცხადებს სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი 1 აგვისტოს.
ამავე ცნობით, ორი MON-ის ტიპის მსხვრევადი ნაღმი ნაპოვნი იქნა შერეული სამშვიდობო სარდლობის შტაბიდან 200 მეტრში.
ცხინვალში აცხადებენ, რომ სამიზნე სახელმწიფო მოხელე იყო, რომლის ვინაობაც არ სახელდება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)