ცხინვალის რეგიონში ქართველი სამშვიდობოები წვრთნებს მართავენ

დღეს ცხინვალის რეგიონში, სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიაზე ქართული სამშვიდობო ბატალიონის ბაზაზე სწავლება გაიმართება.


სწავლებაში ორი ასეული მიიღებს მონაწილეობას, იტყობინება თავდაცვის სამინისტრო.

სამშვიდობოები მოსალოდნელი თავდასხმისაგან ტერიტორიის გაწმენდის და  მშვიდობიანი მოსახლეობის თავდასხმის არეალიდან გაყვანის ინსცენირებას გააკეთებენ.


სწავლებას თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობა დაესწრება. 

ოსური მხარე აცხადებს, რომ ქართულ ბატალიონში მიმდინარე წვრთნები სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ შესაძლო სამხედრო მოქმედებების მოსამზადებელ ხასიათს ატარებს.


”მიუხედავად იმისა, რომ ქართული ბატალიონის სწავლება შერეული საკონტროლო კომისიის ფორმალური თანხმობით მიმდინარეობს, თავად ამ წვრთნების ფაქტი ხელს უწყობს სიტუაციის დაძაბვას ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში,”- იუწყება 2 აგვისტოს სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი.



 


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)