ვლადიკავკაზი და ცხინვალი აგვისტოში ერთობლივ სამთავრობო სხდომას გეგმავენ

ჩრდილოეთ ოსეთისა და თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ერთობლივი სამთავრობო სხდომის მომზადებაზე იმსჯელეს ცხინვალში, იუწყება 6 აგვისტოს სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი.


სხდომა ვლადიკავკაზში აგვისტოს შუა რიცხვებში იგეგმება.


სხდომაზე, რომელსაც სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი და ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტი თეიმურაზ მამსუროვი დაესწრებიან,  2006 წელს ერთობლივი მუშაობის შედეგებს შეაჯამებენ და 2007-2008 წლებში ინტეგრაციის ღონისძიებათა გეგმებზე იმსჯელებენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)