შსკ-ს ქართული მხარის თანათავმჯდომარე ბაქრაძე აღარ იქნება
შერეულ საკონტროლო კომისიას (შსკ) ქართული მხრიდან კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძის ნაცვლად, მისი მოადგილე დიმიტრი მანჯავიძე უხელმძღვანელებს.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, ამის შესახებ უკვე ეცნობათ შსკ-ს რუსული, სამხრეთ ოსურ და ჩრდილოეთ ოსურ მხარეებს.
თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის საგანგებო დავალებათა მინისტრმა, შსკ-ს თანათავმჯდომარემ ბორის ჩოჩიევმა უკვე შეაფასა აღნიშნული გადაწყვეტილება, როგორც თბილისის კიდევ ერთი მცდელობა დაშალოს შსკ-ს ფორმატი, იტყობინება ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი 7 აგვისტოს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)