ეუთოს თავმჯდომარე სერიოზულად შეაშფოთა საჰაერო თავდასხმამ საქართველოზე
ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიგელ ანხელ მორატინოსი სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს 6 აგვისტოს მომხდარი ინციდენტის გამო, რომლის დროსაც მართვადი რაკეტა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ჩამოვარდა.
”მართალია მადლობელი ვარ იმის, რომ არავინ დაშავებულა, მაგრამ ამავე დროს ღრმად შემაშფოთა ინციდენტმა,”- განაცხადა მორატინოსმა, ”ჩვენ ზედმიწევნით ვსწავლობთ ინფორმაციას გარემოებების შესახებ და საკითხის უაღრესად დიდი მნიშვნელობიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ, რომ მომზადდეს ზუსტი და სასწრაფო მოხსენება მომხდარი ფაქტის შესახებ”.
”იმავდროულად, მივმართავ ყველა მხარეს, რომ ამ ძალიან სერიოზულ საკითხზე თავშეკავება გამოიჩინოს,”- აცხადებს ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)