ბაქრაძე: რუსეთთან, როგორც შუამავალთან, მოლაპარაკებები წარმოუდგენელია

6 აგვისტოს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულმა საჰაერო თავდასხმამ საბოლოოდ გამოუთხარა ძირი რუსეთს, როგორც სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების შუამავალს, განაცხადა დავით ბაქრაძემ, კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა.


”ძალიან რთული წარმოსადგენია შეიარაღებული აგრესიის აქტის შემდეგ, რომელიც განახორციელა რუსეთის ფედერაციამ, ერთ მაგიდასთან მოლაპარაკება რუსეთის ფედერაციასთან, როგორც კონფლიქტის მოგვარების გარანტორთან და მშვიდობის დამყარების მედიატორთან,”- განუცხადა 7 აგვისტოს ბაქრაძემ ”რუსთავი 2”-ს.


 



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)