უშიშროების საბჭოში საქართველოს დაბომბვის ინციდენტზე მსჯელობა ფერხდება

გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადებით, მეტი ინფორმაციაა საჭირო რუსეთის მიმართ საჰაეროს შეტევასთან დაკავშირებულ თბილისის ბრალდებებზე, რათა გაზიარებული იქნას საქართველოს მოთხოვნა საგანგებო სხდომის მოწვევის თაობაზე, იუწყება ”როიტერი” 9 აგვისტოს.


”ინფორმაციის ნაკლებობის პირობებში, საბჭოს წევრები ფიქრობენ, რომ უმჯობესია დაველოდოთ რაიმე სახის, განსაკუთრებით ეუთოს მიერ ჩატარებულ გამოკვლევას… სანამ რამე გადაწყვეტილებას მივიღებდეთ,”- იტყობინება ”როიტერი” უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, კონგოს წარმომადგენელზე პასკალ გაიამას სიტყვებზე დაყრდნობით, ”როგორც საბჭოს პრეზიდენტი, მე მუდმივ კონტაქტში ვარ დანარჩენ წევრებთან, რათა გავიგო ამ საკითხზე მათი შეხედულებები”.


საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ გაეროში ირაკლი ჩიქოვანმა ნიუ-იორკში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უშიშროების საბჭომ უნდა ”ცალსახად უნდა დაგმოს სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე შეტევის ფაქტი”. 


თბილისმა გამოძიებისათვის მეტი ლეგიტიმურობისა და საერთაშორისო მხარდაჭერის მინიჭების მიზნით  პროცესის გაეროს ეგიდით წარმართვა მოითხოვა.




 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)