ჩრდილოეთ და თვითგამოცხადებულ სამხრეთ ოსეთის მთავრობათაშორისი სხდომა იმართება

დღეს ვლადიკავკაზში ჩრდილოეთ ოსეთისა და თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის მთავრობათა ერთობლივი სხდომა გაიხსნა, იუწყება სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი.


ცხინვალის დელეგაციას დე ფაქტო მთავრობის თავმჯდომარე იური მოროზოვი ხელმძღვანელობს, ხოლო ჩრდილოეთ ოსეთს მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ერმაკ ძანსოლოვი წარმოადგენს.


მთავრობათა შორის სხდომას 11 აგვისტოს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი და ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტი თეიმურაზ მამსუროვიც შეუერთდებიან.


”ინტეგრაციულ პროცესს ვერავინ ხელს ვერ შეუშლის. ამ მიმართულებით ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთში დიდი მუშაობა მიმდინარეობს, – განაცხადა ედუარდ კოკოითმა 9 აგვისტოს.  


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)