ევროკავშირი 6 აგვისტოს ინციდენტის გამოძიებისკენ მოუწოდებს
სასწრაფო, დეტალური და დამოუკიდებელი გამოძიებაა საჭირო, რათა გაირკვეს ყველა გარემოება, რაც საქართველოში 6 აგვისტოს რაკეტის ჩამოვარდნის ინციდენტს უკავშირდება, ნათქვამია ევროკავშირის 10 აგვისტოს განცხადებაში.
განცხადებაში, რომელიც თავმჯდომარე ქვეყანამ, პორტუგალიამ, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სახელით გაავრცელა, ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირი ყურადღებით ადევნებს თვალს განვითარებულ მოვლენებს და მოუწოდებს ყველა მხარეს ”თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომელიც მდგომარეობის დაძაბვას გამოიწვევს.”
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაკეთებული განცხადებისგან განსხვავებით, ევროკავშირის განცხადება უფრო თავშეკავებულ ხასიათსაა. მასში არ არის ისეთი ფრაზები, როგორიც სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოიყენა, კერძოდ: ”ვგმობთ საქართველოზე სარაკეტო შეტევას.”
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)