ტელეკომპანია ”კავკასია” მთავრობის დახმარებაზე უარს აცხადებს

ტელეკომპანია ”კავკასიის” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის ნინო ჯანგირაშვილის განცხადებით, ტელეკომპანია უარს ამბობს მთავრობის შემოთავაზებაზე დაიფაროს ტელეკომპანიის საოფისე ფართის ექვსი თვის ქირის თანხა საქართველოს პრეზიდენტის ფონდიდან.
 
ამ წინადადებას ”კავკასიის” წარმომადგენლები მხოლოდ იმ შემთხვევაში დასთანხდებიან თუ ყველა ორგანიზაციას, რომლებსაც 10 აგვისტოს კოსტავას ქუჩაზე მდებარე, გამომცემლობა ”სამშობლოს” შენობის დატოვება მოუწია, აუნაზღაურდება ზარალი.
 
”ჩვენ ნამდვილად არ გვინდა ექსკლუზიურ მდგომარეობაში ჩავდგეთ… თუ ყველაფერი გადავა ცივილიზებულ ფარგლებში და თუ ყველას აუნაზღაურდება ის ზარალი, რაც განიცადა, ჩვენ მხოლოდ ამ შემთხვევაში მივიღებთ კომპესაციას და ისიც არა პრეზიდენტის ფონდიდან”, – განუცხადა ნინო ჯანგირაშვილმა ჟურნალისტებს, რომელმაც 15 აგვისტოს ტელეკომპანიის გადაწყვეტილება წერილობით პირადად წარადგინა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)