სოხუმი რეპატრიაციის მიზნებზე კომისიის შექმნას გეგმავს
სეპარატისტული ხელისუფლება გეგმავს დამოუკიდებელი ჯგუფის შექმნას, რომელიც ეთნიკური აფხაზების რეპატრიაციის საკითხებზე იმუშავებს, განაცხადა დე ფაქტო პარლამენტი დეპუტატმა სონერ გოგუამ.
კომენტარებში, რომელიც აფხაზეთის ლიდერის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული, გოგუა აცხადებს, რომ კომისიის მთავარი მიზანი რეპატრიაციის სახელმწიფო პროგრამის მოსამზადებლად წინადადებების მომზადება იქნება. ჯგუფში შევლენ ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და საზღვარგარეთ მცხოვრები აფხაზები.
ათობით ათასი მუსულმანი აფხაზი გადასახლდა ოსმალეთის იმპერიაში კავკასიის მუსულმანთა იმ ერთიანი მიგრაციის პროცესის ფარგლებში, რომელსაც ადგილი ჰქონდა მე-19 საუკუნეში.
სწორედ ამ ადამიანების შთამომავლების რეპატრიაცია გახდა აფხაზეთის ლიდერის სერგეი ბაღაფშისთვის ერთ-ერთი პოლიტიკური პრიორიტეტი. მან 2005 წელს აფხაზეთში არსებულ დემოგრაფიულ სიტუაციაზე საუბრისას აღნიშნა, რომ რეგიონში 70 ათასზე ნაკლები ეთნიკური აფხაზი ცხოვრობდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)