ბათუმის მერმა თანამდებობა დატოვა
ბათუმის მერმა ირაკლი თავართქილაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ განცხადება დღეს თავად უკვე ყოფილმა მერმა გააკეთა.
იგი მუშაობის გაგრძელებას თბილისში აპირებს, თუმცა რა თანამდებობაზე ირაკლი თავართქილაძეს არ დაუკონკრეტებია.
”მაქვს გადაწყვეტილი სხვაგანაც ვცადო ძალა… უახლოეს დღეებში ცნობილი გახდება რა სამუშაოს, რა თანამდებობას დავიჭერ დედაქალაქში”, – განაცხადა ბათუმის მერიის თანამშრომლებთან შეხვედრის დროს თავართქილაძემ.
რამოდენიმე საათით ადრე მედიით გავრცელებული ინფორმაცია ბათუმის მერის გადადგომის შესახებ თავართქილაძემ არ დაადასტრა და სატაელფონო საუბარში აღნიშნა, რომ შვებულებაში იმყოფება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)