უცხოელ ექსპერტთა ჯგუფი 6 აგვისტოს ინციდენტს იძიებს

ექსპერტთა ჯგუფი შვედეთიდან, ლატვიიდან, ლიტვადან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან 6 აგვისტოს სოფელ წითელუბანში მომხდარ ინციდენტს იძიებს, განაცხადეს 13 აგვისტოს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
 
”დღეს დაიწყეს მუშაობა, დღეს დილით ნახეს მათ რაკეტის აფეთქების ადგილი გორში [სოფელ წითეუბანში]”, – განაცხადა შს სამინისტროს საინფორმნაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა შოთა უტიაშვილმა.
 
”ეს არის ძალიან კომპეტენტური კომისია, რომელიც შედგება დასავლეთის წამყვანი ქვეყნების წარმომადგენელბისაგან. დარწუნებული ვარ იმაში, რომ მათი დასკვნა  მაქსიმალურად კომპეტენტური და ობიექტური იქნება”, – განუცხადა ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ს შოთა უტიაშვილმა.


საქართველოში ა.შ.შ.-ის საელჩოს ცნობით, ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობას ამერიკელი ექსპერტები იღებენ, რომლებიც სარადარო სისტემებისა და შეიარაღების სპეციალისტები არიან.
 
6 აგვისტოს ინციდენტის შემდეგ ქართულმა მხარემ განაცხადა, რომ სურდა  შეეიქმნა საერთაშორისო საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც ინციდენტის დამატებით გამოძიებას ჩაატარებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)