მერაბიშვილი: ივანოვის კომენტარი ’ბოდვაა’
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, რუსეთის ვიცე-პრემიერ, სერგეი ივანოვის მიერ 6 აგვისტოს ინციდენტის შესახებ გაკეთებული კომენტარის აღწერისას, რუსული გამოთქმა გამოიყენა და მას ბოდვა უწოდა.
”ივანოვის განცხადებას მინდა მოკლე პასუხი გავცე: бред сивой кабылы [პირდაპირ თარგმანში: სერი ცხენის ბოდვა],” განუცხადა მერაბიშვილმა ჟურნალისტებს.
სერგეი ივანოვმა 11 აგვისტოს განაცხადა, რომ 6 აგვისტოს ინციდენტი ცუდად დადგმული სპექტაკლი იყო, რომელიც სამხრეთ ოსეთის გარშემო მოლაპარაკებების ჩაშლას ისახავდა მიზნად.
საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, კოტე გაბაშვილმა, ამ განცხადებას ”ამორალური” და ”ცინიზმით სავსე” უწოდა.
სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში, დავით ბაქრაძემ კი განაცხადა, რომ საქართველოს, მეზობელი ქვეყნისგან განსხვავებით არ ყავს ისეთი ხელისუფლება, რომელიც საცხოვრებელ ბინებს აფეთქებს. მან იმ ბრალდებაზე მიანიშნა, რომლის მიხედვითაც, თითქოს 1999 წელს მოსკოვსა და ვოლგოდონსკში საცხოვრებელი კორპუსების აფეთქება რუსეთის უშიშროების სამსახურის მიერ იყო ორგანიზებული, რათა ჩეჩნეთში მეორე ომის დაწყების საბაბი ქონოდათ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)