”ყაზტარნსგაზ-თბილისი” ირანთან გაზის მოწოდებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
კომპანია ”ყაზტარნსგაზ-თბილისი” რუსეთთან და აზერბაიჯანთან ერთად, მომავალი წლიდან გაზის მოწოდების შესახებ მოლაპარაკებებს ირანთანაც აწარმოებს, განაცხადეს თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანიის წარმომადგენლებმა 14 აგვისტოს.
”ვიმედოვნებთ, რომ იანვრიდან გაზის მოცულობას შევავსებთ ირანიდან ან სხვა მომწოდებლისგან,” განაცხადა ”ყატრანსგაზ-თბილისის” გენერალურმა დირექტორმა გიორგი ქოიავამ.
მან დასძინა, რომ მოწოდების დივერსიფიკაციისკენ კომპანიას უბიძგებს რუსული გაზის სიძვირე. რუსეთი საქართველოში 1000 კუბურ მეტრ გაზს 235 დოლარად ყიდის.
ყაზახური ”ყაზტრანსგაზის” შვილობილი კომპანია ”ინტერგაზ ცენტრალური აზია”-ს გენერალური დირექტორის დანიარ ბერლიბაევმა 14 აგვისტოს თბილისში განაცხადა რომ, სხვა ალტერნატიული გზების მოძიება არ ნიშნავს, რომ კომპანია უარს ამბობს რუსეთიდან გაზის მიღებაზე.
”რუსეთის მხარესთნ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და მომავალშიც გავაგრძელებთ… რამოდენიმე მომწოდებელი ყოლა, პირველ რიგში, ჩვენი სისტემის სტაბიურობას ნიშნავს. ამიტომ ჩვენ არ გამოვრიცხავთ არც იარანს, არც აზერბაიჯანს და არც რუსეთს”, – განაცხადა ბერლიბაევმა.
დღევანდელ პრესკონფერნციაზე ”ყაზტრანსგაზის” წარმომადგენლებს არ დაუკონკრეტებიათ თუ რა რაოდენობის გაზის იმპორტი შესაძლოა განხორციელდეს აზერბაიჯანიდან, ირანიდან და რუსეთიდან, თუმცა განაცხადეს, რომ მოსახლეობას გაზი სტაბილურად და საკამრისი რაოდენობით ექნებათ.
კომპანიის წარმომადგენლები გაზის საფასურის კიდევ მომატებას გამორიცხავენ. იმ შემთხვევაში თუ მოხერხდა თბილისის აზერბაიჯანული, იაფი, გაზით 100%-ით მომარაგება, გიორგი ქოიავას განცხადებით, შესაძლოა მომავალი წლიდან გაზის საფასურმა დაიკლოს კიდეც.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)