მთავრობა მზად არის ”კავკასიას” საოფისე ფართი უქირავოს
ეკონომიკური განვითარების მინისტრმა გიორგი არველაძემ 14 აგვისტოს განაცხადა, რომ მთავრობა მზად არის ტელეკომპანია ”კავკასიის” მიერ დაქირავებული ოფისის თანხა ექვსი თვის განმავლობაში პრეზიდენეტის სარეზერვო ფონდიდან გადაიხადოს.
ტელეკომპანია ”კავკასია” ოფისის გარეშე, ისევე როგორც 90-მდე სხვა ორგანიზაცია მას შემდეგ დარჩა, რაც 10 აგვისტოს კოსტავას ქუჩაზე მდებარე გამომცემლობა ”სამშობლოს” შენობა პრირვატიზების მიზნით თბილისის მერიის ზედამხედევლობის სამსახურმა გამოანთავისუფლა.
ეს გადაწყვეტილება ცალკეულმა ოპოზიციურმა პარტიებმა თავისუფალ მედიაზე ზეწოლის პროცესად შეაფასეს.
”ეს არაორდინალური გადაწყეტილება საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო და არ გულისხმობს ”კავკასიის” სარედაქციო სამიანობაში ჩარევას…ჩვენთვის პრესისა და მედიის თავისუფლება და მათი საქმიანობისათვის ხელშეწყობა უმთავრესია და ეს ხელისუფლებაც ბოლომდე ერთგული დარჩება ამ ფუნდამენტური პრინციპების”, – განაცხადა გიორგი არველაძემ.
”კავკასიის” ხელმძღვანელობა, რომელსაც პრეზიდნეტის გადაწყვეტილება წერილობით ეცნობათ, ჯერ-ჯერობით კომენტარს არ აკეთებს და აცხადებს, რომ ოფიციალურ განცხადებას 15 აგვისტოს სპეციალურ პრეს-კონფერნციაზე გააკეთებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)