’კოკოითი ფანდარასტ’ თამარაშენში
მოძრაობა ’კოკოითი ფანდარასტ’ (მშვიდობით კოკოითო) პრეზენტაცია დღეს კონფლიქტის ზონაში არსებულ სოფელ თამარაშენში გაიმართა.
”ჩვენი მოძრაობა სულ უფრო იზრდება, ჩვენ გვემეტაბიან ახალი აქტივისტები,” განაცხადა ვლადიმიერ სანაკოევმა, მოძრაობის თანადამფუძნებელმა და სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.
დღესვე მოძრაობამ წარმოადგინა ჰიპ-ჰოპის სტილში შექმნილი ჰიმნი, რომლის ტექსტში ნათქვამია: ”უკვე სხვა გზა ჩვენ არ გვაქვს / კოკოითი ფანდარასტ / დრო თავისას მოითხოვს / გზა დაუთმე სხვას.”
”ჩვენ ვიმყოფებით თამარაშენში, ცხინვალიდან ერთი კილომეტრის დაშორებით,” – განაცხადა სანაკოევმა – ”მე იმედი მაქვს რომ ცსინვალიში ჩვენს ამ სიმღერას გაიგონებენ.”
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)