ეუთოს თავმჯდომარის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოს სტუმრობს
ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მიგელ ანხელ მორატინოსის სპეციალური წარმომადგენელი მიომირ ზუზული საქართველოს სტუმრობს, რათა უშუალოდ ჩაერთოს 6 აგვისტოს ინციდენტის საკითხში.
ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ ხორვატიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მიომირ ზუზული ამ თანამდებობაზე გასულ კვირას დანიშნა.
20 აგვისტოს ზუზული საქართველოს თავდაცვის სამისტროს წარმომადგენლებს და კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრს დავით ბაქრაძეს შეხვდა. 21 აგვისტოს იგი საგარეო საქმეთა მინისტრთან გელა ბეჟუაშვილთან გამართავს შეხვედრას.
მიომირ ზუზული თავისი მისიის ფარგლებში მიმდინარე კვირას მოსკოვსაც ეწვევა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)