რუსმა დიპლომატმა პორტუგალიის ელჩთან 6 აგვისტოს ინციდენტი განიხილა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი 21 აგვისტოს რუსეთში პორტუგალიის ელჩს მანუელ მარსელო ქურთოს შეხვდა და საქართველოში 6 აგვისტოს მომხდარი ინციდენტი განიხილა.
რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, რუსულმა მხარემ ელჩს, რომელიც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელია, გააცნო რუსული შეფასებები საქართველოში 6 აგვისტოს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)