ბაღაფში მუსულმანურ სათვისტომოს იმამის მკვლელობის გამოძიებას დაპირდა

აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა 23 აგვისტოს აფხაზეთის მუსულმანური სათვისტომოს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ სამართალდამცავი ორგანოები ძალ-ღონეს არ დაიშურებენ, რათა გამოიძიონ გუდაუთის მეჩეთის იმამის ხამზათ გიცბას მკვლელობის საქმე.


აფხაზეთის ლიდერის ვებ-გვერდის ცნობით, ბაღაფშმა მოუწოდა მათ თავი შეიკავონ ისე განცხადებების გაკეთებისგან, ”რომელთაც შესაძლოა ხელი შეუშალონ გამოძიებას”.


ხამზათ გიცბა გუდაუთაში 17 აგვისტოს მოკლეს. მასთან ერთად ასევე მოკლეს რუსეთის მოქალაქე ქალაქ უფადან რუსლან ასადულინი.


გიცბა ქართული ძალების წინააღმდეგ იბრძოდა აფხაზეთში 90-იანი წლების დასაწყისში, ჩეჩენი საველე მეთაურის შამილ ბასაევის მეთაურობის ქვეშ. ის იმ გამტაცებლებს შორის იყო, რომელთაც 1996 წლის იანვარში ორთქმავალი ”ავრაზია” დაიპყრეს თურქეთის პორტ ტრაბზონში, რათა ჩეჩენი აჯანყებულებისთვის მხარდაჭერა გამოეხატათ. რუსული გაზეთი ”კომერსანტი” წერდა, რომ გიცბა აფხაზეთში 2000 წელს დაბრუნდა, მას შემდეგ რაც თურქეთში სასჯელი მოიხადა, და მუსულმანთა სასულიერო პირი გახდა.


გაზეთი ”კომერსანტი” 18 აგვისტოს წერდა, რომ გიცბას აფხაზეთის ხელისუფლება არ წყალობდა, რადგანაც ეს უკანასკნელი შიშობდა, რომ ის ”ვაჰაბიზმის იდეოლოგიას ქადაგებდა”.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)