სოხუმი: ტელეკომუნიკაციების ბაზარზე ზრდაა მოსალოდნელი

საპროგნოზო მაჩვენებლების თანახმად, აფხაზეთის ტელეკომუნიკაციების ბაზრის ბრუნვა მომავალ წელს 70%-ით გაიზრდება და 514 მილიონ რუბლს (დაახლოებით 20 მილიონ აშშ დოლარს) მიაღწევს, განაცხადა აფხაზეთის დე ფაქტო ეკონომიკის სამინისტრომ 23 აგვისტოს.


შედეგად, ტელეკომუნიკაციების სფერო ეკონომიკის წამყვანი სექტორი გახდება.


აფხაზეთის ლიდერის ვებ-გვერდის ცნობით, ტელეკომუნიკაციების ბაზრის მაჩვენებლების ზრდა ბაზარზე ახალი მობილური ოპერატორი კომპანიის ”ა-მობაილის” შემოსვლამ განაპირობა. თვითგამოცხადებულ რეგიონში კიდევ ერთი მობილური კომპანია ”აკვაფონი” მუშაობს.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)