თავდაცვის მინისტრის მოადგილე თანამდებობას ტოვებს
თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლევან ნიკოლეიშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დაწერა. ამ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროც ადასტურებს.
გადადგომის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, გაზეთი ”რეზონანსი” წერს 24 აგვისტოს, რომ ნიკოლეიშვილის გადადგომის მიზეზი შესაძლოა იყოს მისი ”შესუსტებული გავლენა” სამინისტროში.
”მეორე ვერსიით, გადადგომის შესახებ განცხადება მან თავდაცვის მინისტრის მითითებით დაწერა. როგორც ცნობილია, კონტროლის პალატამ თავდაცვის სამინისტროს გენერალურ შტაბში არსებულ ფინანსურ დარღვევებზე მასალები რეაგირებისთვის გენერალურ პროკურატურაში გადააგზავნა. ამ მასალებში საუბარია იმ პერიოდში მომხდარ დარღვევებზე, როდესაც გენერალურ შტაბს ლევან ნიკოლეიშვილი ხელმძღვანელობდა [თებერვალი 2005 – ნოემბერი 2006],” წერს ”რეზონანსი”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)