კოდორში თვითმფრინავი ჩამოვარდა – აცხადებენ სოხუმში

21 აგვისტოს ამოუცნობი საფრენი აპარატი აფხაზეთის საჰაერო სივრცეში შავი ზღვიდან შეფრინდა და კოდორის ხეობაში ჩამოვარდა,  განაცხადა აფხაზეთის გენშტაბის მეთაურმა, ანატოლი ზაიცევმა 25 აგვისტოს, ინტყობინება სააგენტო ”ინტერფაქსი.”

ზაიცევმა სოხუმში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მან საკუთარი თვალით ნახა თუ როგორ მოფრინავდა თვითმფრინავი.


”ის აშკარად კარგავდა სიმაღლეს; მას უკან მკვეთრი კვამლი მოსდევდა,” – განაცხადა ზაიცევმა – ”ეს თვითმფრინავი [ქვემო] კოდორის ხეობაში ჩვენმა სამეთვალყურეო პოსტმაც შეამჩნია. შემდეგ მათ შეამჩნიეს ელვარე კვამლიც.”


მისი თქმით აპარატი ბომბდამშენი ან მზვერავი თვითმფრინავი უნდა ყოფილიყო. ”ეს არც რუსული და არც ქართული თვითმფრინავი არ ყოფილა,  ალბათ უფრო ამერიკული იყო,” დასძინა მან. ზაიცევმა ასევე განაცხადა, რომ თვითმფრინავისთვის არავის უსვრია.

თუმცა მოგვიანებით ზაიცევმა განაცხადა, რომ მას არ უთქვამს თითქოეს ეს ამერიკული თვითმფრინავი იყო.


ინფორმაცია თვითმფრინავის ჩამოვარდნის შესახებ ასევე დაადასტურა დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ. მისი მტკიცებით ეს ქართული თვითმფრინავი იყო.

აფხაზეთის ლიდერმა, სერგეი ბაღაფშმა, ინტერფაქს განუცხადა, რომ აფხაზურმა მხარემ მის კონტროლირებად ქვემო კოდორის ხეობაში სამძებრო ღონისძიებები გაატარა, თუმცა ჩამოვარდნილი თვითმფრინავი იქ ვერ აღმოაჩინა.


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ 21 აგვისტოს როდესაც ადგილი ქონდა რუსეთის მხრიდან კოდორის თავზე საჰაერო სივრცის  მორიგი დარღვევას, ქართულმა მხარემ ”გამაფრთხილებელი ცეცხლი” გახსნა. ამჟამად ხეობაში სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებიან, რათა გადაამოწმონ სავარაუდო მონაცემების იმის თაობაზე რომ თითქოს თვითფრინავი ჩამოგდებულ იქნა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)