სააკაშვილი ევროკავშირის გაფართოების შესახებ კონფერენციაში მონაწილეობს
პრეზიდენტი სააკაშვილი 26 აგვისტოს სლოვენიაში გაემგზავრა, სადაც ევროკავშირის გაფართოების შესახებ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.
კონფერენციაში, რომელიც ქალაქ ბლედში იმართება, 50 ქვეყნისა და 6 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი მონაწილოებს. კონფერენციას ასევე ესწრებიან ხორვატიის, ლიტვისა და მაკედონიის პრემიერ-მინისტრები.
მიხეილ სააკაშვილი ერთადერთი პრეზიდენტია, რომელიც კონფერეციაში მონაწილეობს. მასთან ერთად სლოვენიაში იმყოფება სახელმწიფო მინისტრის ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)