ბაღაფში: ქვემო კოდორის ხეობაში ჩამოვარდნილი თვითმფრინავი ვერ აღმოაჩინეს

აფხაზური მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი თვითმფრინავი ვერ აღმოაჩინეს, განუცხადა აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა ”ინტერფაქსს” 25 აგვისტოს.


მისი თქმით, ქვემო კოდორის ხეობა აფხაზურმა მხარემ შეამოწმა, ”თუმცა ჩამოვარდნის რაიმე კვალიც კი ვერ იქნა აღმოჩენილი”.


მანამდე აფხაზეთის ხელისუფლებამ აცხადებდა, რომ თვითმფრინავი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩამოვარდა. სოხუმის განცხადებით, საფრენი აპარატი ქართულ მხარეს ეკუთვნოდა.


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ ქართულმა ძალებმა ”გამაფრთხილებელი ცეცხლი” გაუხსნეს თვითმფრინავს, რომელმაც 22 აგვისტოს რუსეთის მხრიდან საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია. სამინისტრომ სპეციალური ჯგუფი გააგზავნა ზემო კოდორის ხეობაში თვითმფრინავის ხეობაში შესაძლო ჩამოვარდნის შესახებ ინფორმაციის გადასამოწმებლად.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)