აფხაზეთის მუსულმანური სათვისტომო საკუთარი უსაფრთხოების გამო შეშფოთებულია

აფხაზეთის მუსულმანური სათვისტომო შეშფოთებულია აფხაზეთში აშკარა ანტი-მუსულმანური კამპანიის გამო, იტყობინება ”აფსნიპრესი” აფხაზეთის მუსულმანთა სასულიერო საბჭოს თავმჯდომარის ტიმურ ძიბას სიტყვებზე დაყრდნობით 27 აგვისტოს. 


”რამდენიმე თვის წინ ჩვენ ოფიციალურად ვაცნობეთ უშიშროების სამსახურს, რომ ზოგიერთ ჩვენს წარმომადგენელს, რომლებიც მეჩეთში დადიან სალოცავად, თვალყურს ადევნებენ, რაც ჩვენი შეშფოთების წყაროა,” – განაცხადა ძიბამ. ”თუმცა უშიშროების სამსახურიდან პასუხი არ მიგვიღია. სამწუხაროდ, სისხლი ყოველთვის იღვრებოდა,” – განაცხადა მან.


მუსულმანური სათვისტომოს წარმომადგენელი დაურ მუცბა და მისი მეუღლე 2 ივლისს სოხუმში მოკლეს. 17 აგვისტოს გუდაუთის მეჩეთის იმამი ხამზათ გიცბა მოკლეს. მედიის ვარაუდით, გიცბას აფხაზეთის ხელისუფლება არ წყალობდა, რადგანაც ეს უკანასკნელი შიშობდა, რომ ის ”ვაჰაბიზმის იდეოლოგიას ქადაგებდა”.    


ტიმურ ძიბამ, აფხაზეთის მუსულმანთა სასულიერო საბჭოს თავმჯდომარემ, განაცხადა: ”ჩვენ ისლამს ვქადაგებთ და არა ექსტრემიზმს”.


”რატომ უნდა მოგვექცნენ ქრისტიანებისგან განსხვავებულად? ჩვენც აფხაზეთის მოქალაქეები ვართ. რატომ უნდა მოგკვლან, თუ ჩვენ ტერორიზმთან საერთო არაფერი გვაქვს?” – განაცხადა ძიბამ.


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)