თბილისს ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ეწვევა
დღეს თბილისში ოფიციალური ორდღიანი ვიზიტით ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიგელ ანხელ მორატინოსი ჩამოდის.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, პრემიერ-მინისტრთან და სხვა ოფიციალურ პირებთან.
ვიზიტის ფარგლებში სხვა საკითხებთან ერთად განიხილება ასევე 6 აგვისტოს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის სიახლოვეს, სოფელ წითელიუბანთან მომხდარი თავდასხმის ინციდენტი.
30 აგვისტოს ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე მოსკოვს სტუმრობდა, სადაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან ასევე იმსჯელა 6 აგვისტოს ინციდენტზე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)