აფხაზეთში ღორის ცხელებას მათი მასიური ხოცვით ებრძვიან
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ 28 აგვისტოს განაცადა, რომ ისინი ღორების მასიურ ხოცვას იწყებენ ღორის აფრიკული ცხელების დაავადების გავრცელების შესაჩერებლად.
აფხაზეთის ლიდერის სერგეი ბაღაფშის განცხადებით, ღორების დახოცვა ერთადერთი გზაა დაავადებასთან საბრძოლველად. ბაღაფშის პრეს-სამსახურის ცნობით, იგი ფერმერებს კომპენსაციების გადახდას დაპირდა.
ოფიციალური სოხუმის განცხადებით, რუსეთმა აკრძალა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტი აფხაზეთიდან, თვითგამოცხადებულ რეგიონში დაავადების გავრცელების მოტივით.
”თუ ჩვენ ვერ მივიღებთ გადამწყვეტ ზომებს დაავადებასთან საბრძოლველად, საზღვარი [რუსეთთან] შესაძლოა მთლიანად ჩაიკეტოს ჩვენი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისთვის,” – განაცხადა ბაღაფშმა. ”და ეს მნიშვნელოვანი დარტყმა იქნება ჩვენი ფერმერებისთვის,” – დასძინა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)