ქართულმა მხარემ რუსი სამშვიდობოები გაათავისუფლა
ქართველმა სამართალდამცავებმა 29 აგვისტოს დილით გაათავისუფლეს თხუთმეტი რუსი სამშვიდობო აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში განლაგებული რუსული სამშვიდობო ძალებიდან. ინფორმაციას ამის შესახემ რუსეთის თავდაცვის სამინისტროც ადასტურებს.
ქართული მხარის ცნობით, რუსი სამხედროები მაშინ დააკავეს, როდესაც მათი სატვირთო მანქანა მიკროავტობუსს შეეჯახა იმ ტერიტორიაზე, სადაც სამშვიდობოების პასუხისმგებლობა არ ვრცელდება.
თუმცა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ვიაჩესლავ სედოვმა ”ინტერფაქსთან” საუბრისას ინციდენტს ქართული მხარის ”მიზანმიმართული პროვოკაცია” უწოდა, რაც ”რუსი სამშვიდობოების დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად მათი კონფლიქტის ზონიდან გაძევების მიზნით”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)